ორიგინალური ტორტი "ბოშათა ბილიკი" - ისეთი ლამაზია, შეჭმა დაგენანება!

25-05-2023, 13:09
166 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

  • ხილის ჟელე
  • კრემ-სუფლე: მოჭიქული ყველეულ (ვანილის)
  • კისელი
  • კარაქი
  • გამაფხვიერებელი
  • ვანილის შაქარი
  • ფქვილი
  • შაქარი
  • კვერცხის გული
  • კვერცხის ცილა

    მომზადების წესი

    მომზადება:
    მოამზადეთ ჟელე 3 შეკვრისგან (ჟოლოს, კივის, ლიმონის) შეფუთვაზე მოცემული ინსტრუქციის მიხედვით.
    თითოეულ ჟელეზე აიღეთ 250 მლ წყალი. გააჩერეთ, სანამ ჟელე არ შეიკვრება, შემდეგ კი დაჭერით კუბიკებად და აურიეთ ერთმანეთში.
    ჯამში ათქვიფეთ ცილა მკვრივი მასის მიღებამდე, ბოლოს დაუმატეთ შაქარი და ვანილის შაქარი
    დაიმატეთ ¾ ჭიქა გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი, ამოურიეთ კოვზით ქვემოდან ზევით.
    ჩაასხით ნელ-ნელა გამდნარი კარაქი. გაყავით მიღებული ცომი 4 თანაბარ ნაწილად.
    პირველ ნაწილში დაუმატეთ 2 კვერცხის გული, რომელსაც წინასწარ ჩანგლით ათქვიფავთ და 1 ს/კ ფქვილი.
    მეორე ნაწილს დაუმატეთ ალუბლის კისელის ნახევარი ბრიკეტი.
    მესამე ნაწილს დაუმატეთ კაკაო.
    მეოთხე ნაწილს დაუმატეთ დაფქული მიხაკი.
    ტორტის ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტი და წაუსვით კარაქი. ფორმის ცენტრში რიგრიგობით ჩადეთ 2-2 კოვზი სხვადასხვა ცომი: ყვითელი, შოკოლადის, მიხაკის, ვარდისფერი. ბოლოს რამდენიმეჯერ დაატრიალეთ ფორმა საათის ისრის მიმართულებით, რათა ცომი თანაბრად განაწილდეს ფორმაში.
    გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე და აცხვეთ ბისკვიტი 45 წუთის განმავლობაში.
    შემდეგ გააცივეთ და გაჭერით 2 ნაწილად სიგანეზე.
    ბისკვიტის ერთი ნაწილი ჩადეთ ფორმაში.
    გახსენით 1 შეკვრა ალუბლის ჟელე 180 მლ წყალში. ათქვიფეთ მოჭიქული ყველეული მიქსერით, დაუმატეთ წყალში გახსნილი ჟელე.
    რჩევა: სუფლეს მომზადება ასევე შეგიძლიათ არაჟნითა და ნაღებით.
    ყველეულის მასაში დაუმატეთ ფერადი ჟელეს კუბიკები და აურიეთ კოვზით.
    დაასხით მომზადებული კრემ-სუფლე ფორმაში მოთავსებული ბისკვიტზე და მოასწორეთ. დააფარეთ ბისკვიტის მეორე ნაწილი და მოათავსეთ მაცივარში 5 საათით (ან მთელი ღამით).

    გემრიელად მიირთვით!

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა