საახალწლო ტორტი - განსაკუთრებული სუფრისთვის

25-05-2023, 12:16
201 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

  • მზა ბეზეს სოკოები
  • შავი შოკოლადი
  • ნაღები
  • განაშისთვის:
  • ათქვეფილი ნაღები
  • წაბლის პასტა ან მზა კარამელის სოუსი
  • კარაქი
  • ფქვილი
  • შაქარი
  • რძე
  • კრემისთვის:
  • ვანილი
  • ფქვილი
  • შაქარი
  • კვერცხი
  • ბისკვიტისთვის:

    მომზადების წესი

    მომზადება
    კვერცხი გავაცალკევოთ ცილისა და გულისაგან. ცილას მოვაყაროთ ცოტა მარილი და ავთქვიფოთ მყარი ბეზეს მიღებამდე. დავუმატოთ შაქრი, როდესაც შაქარი ბოლომდე გაიხსნება დავუმატოთ გულები.
    დავაცრათ ფქვილი, გამაფხვიერებული და ნაზად ამოვურიოთ.
    ბისკვიტის მასა გავყოთ ორ ნაწილად, ერთ ნაწილს შევურიოთ ვანილი, მეორეს 1 ს.კ. ნალექიანი ყავა.
    ჩავასხათ ყალიბში და გამოვაცხოთ 150 გრადუს ტემპერატურაზე 20-25 წთ
    კრემი
    ავურიოთ ერთმანეთში შაქარი და ფქვილი, დავასხათ ცივი რძე და გავხსნათ კარგად, შემდეგ დავდგათ დაბალ ცეცხლზე და მუდმივი მორევითვხარშოთ ადუღებიდან 3-5 წთ. ცხელშივე ჩავაგდოთ კარაქი და დავუმატოთ ვანილი და წაბლის პასტა.
    კრემი გავაცივოთ ოთახის ტემპერატურაზე.
    კრემს ხის ჯოხით შევურიოთ ათქვეფილი ნაღები.
    ბისკვიტები გავჭრათ 4 ტოლ ნაწილად. დავნამოთ მაგარი ხსნადი ყავის სიროფით.
    შუაში გადავუსვათ წაბლის კრემი და გავაჩეროთ მაცივარში 3-4 საათი.
    განაში:
    ნაღები და შოკოლადი დავდგათ ორთქლის აბაზანაზე და გავხსნათ ბოლომდე. დავტოვოთ ოთახის ტემპერატურაზე სრულ გაცივებამდე.
    გამოვიღოთ ტორტი მაცივრიდან, გადავუსვათ გაცივებული განაში და მოვრთოთ ბეზეს სოკოებით.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა