ყველაზე გემრიელი თაფლის ტორტი

25-05-2023, 11:37
244 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

  • ნიგოზი - 200 გ
  • შავი ქლიავის ჩირი - 300 გ
  • შაქარი - 0.5 ჭიქა
  • კარაქი - 100 გ
  • შაქარი - 100 გ
  • თაფლი - 1 ჭიქა
  • კვერცხი
  • სოდა
  • ფქვილი
  • არაჟანი 27%-30% - 500 გ
  • ნაღები 35 % - 300 გ

    მომზადების წესი

    შეურიეთ თაფლი, შაქარი, სოდა, კვერცხი და კარაქი. დადგით ორთქლის აბაზანაზე და გამუდმებით ურიეთ, რომ კვერცხი არ აიჭრას. როცა მასა ერთგვაროვანი გახდება, დაამატეთ ფქვილი და კოვზით კარგად აურიეთ.გადააფარეთ თავზე და გააციეთ. შეგიძლიათ 12 საათი მაცივარშიც შეინახოთმაცივრიდან გამოღების შემდეგ ოტახის ტემპერატურაზე დატოვეთ დასარბილებლად. ცომი გახდება ძალიან რბილი. 2 სავსე კოვზი ცომი გადაიტანეთ ქაღალდჩაფენილ ფორმაში და გაანაწილეთ. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 7-10 წუთი, სანამ ოქროსფერს არ მიიღებს. ასევე გაიმეორეთ დანარჩენ ფირფიტებზეც. სულ გამოდის 5 ფირფიტა. გვერდები ჩამოუსწორეთ დანით.კრემი:არაჟანი შაქართან ერთად ათქვიფეთ. ცალკე ათქვიფეთ ნაღები , შემდეგ კი ერთმანეთს შეურიეთ ეს ორი მასა. შავი ქლიავი და მოხალული ნიგოზი წვრილად დაჭერით.პირველ ფირფიტას წაუსვით კრემი და მოაყარეთ ქლიავი. მეორე ფენას კრემი და ნიგოზი. მესამე ფენას კვლავ კრემი და ქლიავი. მეოთხე ფენას კრემი და ნიგოზი. ბოლო ფენას წაუსვით კრემი და დაფხვნილი ფორფიტის ნატეხები ნიგოზთან ერთად. ასევე წაუსვით გვერდებზეც. ფორმა - 26 სმ დიამეტრის

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა