აი, როგორ მზადდება დაუვიწყარი ტორტი „მთვრალი ალუბალი“

25-05-2023, 11:34
194 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

მინანქარი:

  • ნაღები
  • შოკოლადი

ბისკვიტი

  • გარგრის ან ფორთოხლის ჯემი
  • ბრენდი

კრემი

  • ფქვილი
  • შაქრის პუდრი
  • დარბილებული კარაქი
  • კვერცხი
  • შაქარი
  • კაკაო

ინგრედიენტები

  • გაყინული ალუბალი
  • ნაღები 35 %
  • შოკოლადი

    მომზადების წესი

    ფორმა 9X22X7

    გაყინული ალუბალი გადავიტანოთ საწურზე და გავადნოთ. ჩავყაროთ ქილაში, დავასხათ ბრენდი და დავტოვოთ ოთახის ტემპერატურაზე 24 საათი მინიმუმ, ისე კი უმჯობესია 2-3 დღე.


    გამოცხობის დღეს, ღუმელი გავახუროთ 180 გრადუსზე, კექსის მართკუთხა ფორმას წავუსვათ კარაქი და მოვაყაროთ ფქვილი.

    ფქვილი და კაკაო გავცრათ. ავთქვიფოთ კარაქი და შაქრის პუდრა. შევათქვიფოთ კვერცხის გულები. მასა უნდა გახდეს მსუბუქი და ჰაეროვანი.



    ცალკე თასში ცილებისგან მოვამზადოთ ბეზე: ავთქვიფოთ ცილა და ნელ-ნელა შევათქვიფოთ შაქარი. საბოლოოდ უნდა მივიღოთ მყარი ბეზე.





    ბეზე ფრთხილად შევურიოთ კარაქიან მასას. შემდეგ დავამატოთ ფქვილი და კაკაო. გადავიტანოთ ცომი ფორმაში და გამოვაცხოთ დაახლ. 45-60 წუთი. გამოვიღოთ ბისკვიტი, ცოტა გავაგრილოთდა ფორმიდან ამოვიღოთ. გადავაბრუნოთ გვერდზე და ისე გავაციოთ 4 საათი მაინც.

    თუ თავი ამობურცულია მოვაჭრათ, რომ თანაბარი ზედაპირი ჰქონდეს.

    ბისკვიტს ავაჭრათ 1 სმ სისქის ფენა და გადავინახოთ. შემდეგ ამოვაჭრათ გული ისე, რომ 1 სმ სისქის გვერდები და ძირი დარჩეს. ჩავდოთ ისევ იმ ფორმაში, სადაც გამოცხვა და დავნამოთ იმავე ბრენდით, რაშიც ალუბლებია.

    ალუბლები საწურზე დავწუროთ.

    შოკოლადი გავადნოთ ორთქლზე. ნაღები ავთქვიფოთ და შევათქვიფოთ გაგრილებული გამდნარი შოკოლადი. შევურიოთ ალუბლები. ამოვავსოთ კრემით ბისკვიტი.

    დავაფაროთ ბისკვიტის ფირფიტა და რამდენიმესაათი მაცივარში გავაჩეროთ.

    შემდეგ ამოვიროთ ფორმიდან, გარშემო და ზემოდან გადავუსვათ ჯემის თხელი ფენა და ზემოდან მოვასხათ მინანქარი.

    მინანქრისთვის ნაღები და შოკოლადი ორთქლზე გავადნოთ. კარგად ავურიოთ რომ ერთგვაროვანი გახდეს, ცოტა გავაგრილოთ და მოვასხათ.

    თუ ამდენი მანიპულაცია გეძნელებათ, უბრალოდ დაჭერით ბისკვიტი ფენებად, დანამეტ ალუბლიანი ბრენდით, წაუსვით კრემი და ტორტი მზადაა.





გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა