სალათა "ფორთოხალი"

25-05-2023, 11:13
150 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

  • მარილი და პილპილი
  • მაიონეზი
  • მჟავე კიტრი
  • ქათმის ხორცი
  • კარტოფილი
  • სტაფილო
  • ხახვი
  • კვერცხი
  • სოკო (მარინადი ან კონსერვი)

    მომზადების წესი

    კარტოფილი, კვერცხი, სტაფილო და ქათმის ხორცი მოვხარშოთ. ხახვი მოვშუშოთ.

    ავაწყოთ სალათა ფენებად:

    1. გახეხილი კარტოფილი
    2. წვრილად დაჭრილი მჟავე კიტრი
    3. ისევ კარტოფილი 
    4. შემწვარი ხახვი
    5. სოკოს მარინადი 
    6. მოხარშული ქათმის ხორცი
    7.  კვლავ კარტოფილი
    8. კვერცხის გული, დაფშვნილი
    9. გახეხილი სტაფილო და კვერცხის ცილა.

    ყოველ ფენას, მე-4-ის გარდა, წავუსვათ მაიონეზის თხელი ფენა, მარილი და პილპილი გემოვნებით დავამატოთ.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა