ნამდვილი, ძველებური „ნაპოლეონი“

22-05-2023, 13:31
371 ნახვა
Aa

მოხარშული კრემისთვის:

  • ნაღები 35 % - 250 მლ
  • სახამებელი ან ფქვილი - 3 სკ
  • ვანილი
  • მზა ფენოვანი ცომი - 1.6 კგ

ინგრედიენტები

  • კვერცხის გული - 6 ც
  • რძე - 1.5 ლ
  • შაქარი - 360 გ
  • კარაქი - 100 გ

    მომზადების წესი

    შეგიძიათ თავად მოამზადოთ ფენოვანი ცომი ან გამოიყენოთ მზა, ნაყიდი ცომი. ცომი სამ ან ოთხ თანაბარ ნაწილად გავყოთ, გავაბრტყელოთ თხლად და გამოვაცხოთ 180-200 გრადუსზე, სანამ ოქროსფერი არ გახდება. თუ არ გვინდა, რომ ძალიან აფუვდეს, რამდენიმე ადგილას გამოცხობამდე ჩანგლით დავჩხვლიტოთ. მზა ფირფიტებს ჩავოვაჭრათ უსწორმასწორო გვერდები, შევაბრუნოთ ღუმელში, რომ კარგი ხრაშუნა და ოქროსფერი გახდეს. შემდეგ გავაციოთ და დავფშვნათ . ამ ნაფხვენს ტორტს ზემოდან მოვაყრით. თავდაპირველ რეცეპტებში კრემს კვერცხის გულით ამზადებდნენ, ასე უფრო გემრიელია, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს კრემი იაფფასიანმა მოხარშულმა მასამ ჩაანაცვლა. კვერცხის გულების კრემი ასე უნდა მოვამზადოთ: გულებს შევურიოთ სახამებელი, შაქარი და ავთქვიფოთ, დავასხათ ცხელი რძე. კვლავ ავთქვიფოთ. დავდგათ დაბალ ცეცხლზე და გამუდმებული მორევით შევასქელოთ. კრემი არ უნდა ადუღდეს. შევაგრილოთ და შევათქვიფოთ ოთახის ტემპერატურის კარაქი. ცალკე ავთქვიფოთ ნაღები და შემდეგ დელიკატურად შევურიოთ ერთმანეთს ორივე მასა. მოვოღებთ უგემრიელეს, ნაზ კრემს. არ დაგვავიწყდეს ვანილის დამატებაც. წესით, ფირფიტებს კრემს სუფრასთან მიტანამდე, ცოტა ხნით ადრე უსვამენ, რადგან დარბილება ვერ მოასწროს და ხრაშუნად დარჩეს. მაგრამ თუ პირიქით, რბილი ნაპოლეონი მოგწონთ, რამდენიმე საათით, ან წინა ღამით დაკრემეთ და ზემოდან ცომის ნაფხვენები მოაყარეთ.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა