უგემრიელესი ქადები

5-03-2023, 23:28
325 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

  • ვანილი
  • კარაქი ან მარგარინი - 150.00 გ
  • ფქვილი - 1.00 ჭიქა
  • არაჟანი - 1.00 ჭიქა
  • კარაქი ან მარგარინი - 250.00 გ
  • სოდა - 1.00 ჩ.კ
  • ფქვილი - 2.50 ჭიქა
  • ვანილი
  • კვერცხი
  • შაქარი - 1 ჭიქა

მომზადების წესი

ცივი კარაქი გავხეხოთ (250 გ ცალკე და 150 გ ცალკე) . არაჟანს დავამატოთ სოდა, შემდეგ კარაქი, მწიკვი მარილი, ვანილი და ფქვილი. ავურიოთ ისე, რომ ფქვილი და კარაქი შეერიოს. მიღებული რბილი ცომი ორად გავყოთ და მაცივარში შევდოთ. დარჩენილ 150 გ კარაქს დავამატოთ შაქარი, ფქვილი და ვანილი, ავურიოთ.გავაბრტყელოთ ცომი თხლად, მოვაყაროთ გულსართის ნახევარი, გადავახვიოთ რულეტივით, მჭიდროდ და დავჭრათ 2-2.5 სმ ნაჭრებად. დავალაგოთ ქაღალდჩაფენილ ტაფაზე, გადავუსვათ ათქვეფილი კვერცხი და მოვაყაროთ ცოტა შაქარი.ცხვება 180 გრადუსზე 20-30 წუთი.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა