უნიკალური რეცეპტი: ნიგვზიანი სალათა კალმარებით

22-05-2023, 12:41
198 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

  • დაჭრილი მწვანილი
  • მარილი
  • მაიონეზი
  • ნიორი
  • გახეხილი ყველი, მაგარი სახეობის
  • ნიგოზი
  • ხახვი
  • ქამა სოკო
  • კალმარები
  • მომზადება:
    გაფცქვენით კალმარები და ხარშეთ მარილწყალში 3 წუთის განმავლობაში. გადმოიღეთ საწურზე.
    ხახვი წვრილად დაჭერით, სოკო - თხელ ფირფიტებად. მოხრაკეთ ხახვი და სოკო ზეთში, მოაყარეთ მარილი გემოვნებით.
    ნიგოზი დააბლენდერეთ. ნახევარი დაუმატეთ სოკოს, ნაწილი კი დაიტოვეთ მოსართავად.
    ყველი გახეხეთ წვრილად და დაუმატეთ სოკოს.
    გაგრილებული კალმარები დაჭერით ჩხირებად და დაუმატეთ სალათს.
    გახეხეთ წვრილად ნიორი, შეურიეთ მაიონეზს და დაუმატეთ სალათს.
    კარგად აურიეთ და მოაყარეთ დარჩენილი ნიგოზი და დაჭრილი მწვანილი.
    გემრიელად მიირთვით!

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა