ფენოვანი სალათა "გვირილების მდელო"

31-05-2023, 10:07
156 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • კამა
  • სალათის ფოთლები
  • მაიონეზი
  • კვერცხი
  • ხახვი
  • კიტრი
  • სტაფილო
  • ქათმის ფილე
  • გრძელი ბრინჯი

    მომზადების წესი

    მოხარშეთ ბრინჯი მარილწყალში.

    გაფცქვენით და გახეხეთ სტაფოლო, მოხრაკეთ ზეთში.

    მოხარშეთ კვერცხი და ქათმის ფილე.

    ააწყვეთ სალათა ფენებად: დახეული სალათის ფოთლები, შემდეგი ფენა მოხარშული ბრინჯი, მესამე ფენა მოხარშული და დაჭრილი ქათმის ფილე, მეოთხე ფენა წმინდად დაჭრილიხახვი, მეხუთე ფენა მოხრაკული სტაფილო, მეექვსე ფენა - გაფცქვნილი და პატარ კუბიკებად დაჭრილი კიტრი.

    ყველა ფენას უსვამთ მაიონეზს და აყრით პილპილისა და მარილს.

    სალათის ზედაპირზე გააკეთეთ გვირილა: კვერცხის მოგრძოდ დაჭრილი ცილა ყვავილის ფურცლები იქნება, ხოლო ყვითელი გული, კვერცხის გახეხილი გულისგან გაუკეთეთ. გააფორმეთ კამის ღერებით.

    გემრიელად მიირთვით!

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა