ქათმისა და სოკოს მარტივი სალათა

30-05-2023, 11:22
143 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • მარილი და პილპილი
  • მაიონეზი
  • სტაფილო
  • ქამა სოკო
  • კვერცხი
  • ხახვი
  • კარტოფილი
  • ქათმის ფილე

    მომზადების წესი

    მოხარშეთ კარტოფილი და სტაფილო კანიანად. შემდეგ გააცივეთ ბოსტნეული, გაფცქვენით. კარტოფილი დაჭერით კუბიკებად, სტაფილო გახეხეთ.

    მოხარშეთ ქათმის ფილე მარილწყალში. შემდეგ დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად.

    მოხარშეთ მაგრად კვერცხი. გაფცქვენით და გააცალკევეთ ცილა გულისგან.

    ცილა გახეხეთ მსხვილ სახეხზე, გული - წვრილზე.

    ხახვი დაჭერით წმინდად. ქამა სოკო - საშუალო ზომის ნაჭრებად.

    დაიწყეთ სალათის ფენაბად აწყობა. არ დაგავიწყდეთ, ყველა ფენას წაუსვათ მაიონეზი:

    პირველი ფენა კარტოფილი, შემდეგ - ქათამი, სოკო და ხახვი, შემდეგ სტაფილო, კვერცხის ცილა და ბოლოს გული. მზა სალათა შეგიძლიათ მორთოთ მწვანილით.

    გემრიელად მიირთვით!

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა