მაფინები ყველითა და ნივრით

29-05-2023, 13:38
140 ნახვა
Aa

ასე მომზადებული მაფინები არა მხოლოდ საუზმისთვის არის იდეალური, არამედ შესანიშნავია ვახშმად, ან წასახემსებლად...

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • მოცარელა
  •  კარაქი
  • ყველი (მაგარი სახეობის)
  • ნიორი
  • დაჭრილი ოხრახუში
  • ზეთი
  • არაჟანი
  • თეთრი ძმარი
  • რძე
  • კვერცხი
  • მარილი
  • სოდა
  • გამაფხვიერებელი
  • ფქვილი

    მომზადების წესი

    გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე.

    წაუსვით ზეთი მაფინების ან კექსისი ფორმებს.

    დარბილებულ კარაქში შეურიეთ დანაყილი ან დაჭყლეტილი ნიორი და მოათავსეთ ჯამი30წამით მიკროტალღურ ღუმელში.

    გაცერით ერთად ფქვილი, მარილი, გამაფხვიერებელი და სოდა. გაუკეთეთ შუაგულში ღრმული. ღრმულში ჩაასხით რძე, ძმარი, ზეთი და არაჟანი, დაუმატეთ კვერცხი და აურიეთ.

    დაუმატეთ გახეხილი ყველი და კვლავ აურიეთ.

    გაანაწილეთ მომზადებულ ფორმებში მიღებული ცომი, ზემოდან მორთეთ ნივრიანი კარაქით და მოცარელათი.

    აცხვეთ 20-25 წუთი. მორთეთ დაჭრილი ოხრახუშით და სუფრასთანმიიტანეთ ცხელ-ცხელი.

    გემრიელად მიირთვით!

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა