ტორტი ბოსტნეულით - სამარხვო

29-05-2023, 12:15
195 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • მარილი და შავი წიწაკა
  • მწვანე ხახვი და კამა
  • მაიონეზი (სამარხვო)
  • ჭარხალი
  • სტაფილო
  • კარტოფილი

    მომზადების წესი

    1. კარგად გარეცხეთ ჭარხალი, სტაფილო და კარტოფილი. მოხარშეთ მარილიან წყალში, ოღონდ ჭარხალი მოხარშეთ ცალკე.

    2. გაფცქვენით და გახეხეთ მოხარშული ბოსტნეული მსხვილ სახეხზე.

    3. სასალათის ძირზე მოაფინეთ ჯერ კარტოფილი, შემდეგ სტაფილო, მოასხით სამარხვო  მაიონეზი, შემდეგ ჭარხალი, მოაყარეთ მარილი, შავი წიწაკა და წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი და კამა.

    4. გაიმეორეთ ყველაფერი კიდევ ერთხელ. ბოლოს თავზე მოასხით მაიონეზი და მორთეთ ლამაზად.

    გემრიელად მიირთვით!

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა