კარტოფილი და ჭარხალი გახეხეთ. შეურიეთ ერთმანეთს და კიდევ დაჭყლიტეთ. ერთგვაროვანი მასა უნდა მიიღოთ. ხახვი და ქაშაყი გაასუფთავეთ, დაჭერით, დაამატეთ კამა. კარტოფილისა და ჭარხლის პიურესგან გააკეთეთ პატარა გუნდა, გააბრტყელეთ ხელში, ჩაუდეთ თევზი და მოუკარით პირი. მიეცით მარწყვის ფორმა. თესლების მსგავსად, მოაყარეთ სეზამის მარწვლები, ხოლო ყუნწები ოხრახუშით გაუკეთეთ
ორიგინალური სალათა სადღესასწაულო სუფრებისთვის მზადაა!