პელმენის წვნიანი

28-05-2023, 15:59
152 ნახვა
Aa

პელმენის წვნიანის ტრადიციული ვარიანტი მხოლოდ ბულიონზე მზადდება ტომატპასტის გარეშე. ჩვენ გადავწყვიტეთ განსხვავებული ვერსია შემოგვეთავაზებინა. ეს წვნიანი იმითაცაა საინტერესო, რომ შეგვიძლია მზა პელმენით მოვამზადოთ.

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • კამა
  • ძირა
  • მწარე წითელი წიწაკა
  • მარილი და პილპილი
  • ტომატპასტა
  • საქონლის ბულიონი
  • პელმენი

    მომზადების წესი

    მომზადების წესი:

    ბულიონი ავადუღოთ, დავუმატოთ ერთად არეული სანელებლები (პილპილი და ძირა), მარილი, წიწაკა და ტომატპასტა.

    კიდევ ერთხელ რომ ადუღდება წვნიანი, ჩავყაროთ პელმენები და მოვხარშოთ ჩვეულებრივი წესით.

    წვნიანის თითოეულ ულუფაში ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი კამა.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა