ჩიხირთმა - უგემრიელესი ქართული წვნიანი

28-05-2023, 15:26
182 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • მარილი და ძმარი
  • ქინძი და კამა - 1 კონა
  • ნიორი - 3 კბილი
  • ფქვილი - 3 სკ
  • კვერცხი - 4 ცალი
  • ხახვი - 2 თავი
  • ნახარში - 2 ლ
  • ქათამი - 1 კგ

    მომზადების წესი

    1. გასუფთავებული ქათამი მოათავსეთ ქვაბში, დაასხით წყალი და მოხარშეთ.2. ქათამი რომ მოიხარშება, ამოიღეთ ქვაბიდან და ნახარშში ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი ხახვი. ადუღეთ 5-10 წუთი.3. ფქვილი, კვერცხის გული და კვერცხის ცილა მოათავსეთ ცალ-ცალკე ჭურჭელში და გათქვიფეთ ცოტა ცივ წყალში. ჩაასხით ნახარშში ჯერ ფქვილიანი მასა, შემდეგ კი კვერცხის გული, თან ჩქარ-ჩქარა ურიეთ. ჩააყარეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, ქიმძი, კამა, ჩაასხით კვერცხის ცილა და ამოურიეთ. 4. ბოლოს უყავით მარილი და ძმარი.გემრიელად მიირთვით!

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა