ოსპის სუპი

28-05-2023, 11:36
179 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • დაფნა
  • ნიორი
  • საქონლის ხორცი
  • სტაფილო
  • ხახვი
  • კარტოფილი
  • წითელი ოსპი
  • ნიახური
  • პაპრიკა
  • მარილი

    მომზადების წესი

    ხორცი გავრეცხოთ და მთლიანად, დაუჭრელად ჩავდოთ ქვაბში.

    ხორცთან ერთად ჩავდოთ 1 თავი გაფცქვნილი ხახვი, 1 ცალი გასუფთავებული სტაფილო, რამდენიმე ღერი ნიახური, დაფნის ფოთოლი. დავასხათ წყალი და დავდგათ მოსახარშად. ქაფს რომ მოიგდებს, მოვხადოთ.

    ამასობაში გავთალოთ კარტოფილი და ოსპს გადავავლოთ წყალი. მოხარშული ხორცი ამოვიღოთ ლანგარზე, ვაცადოთ შეგრილება და დავჭრათ. ბულიონში ჩახარშული ხახვი, სტაფილო, ნიახური, დაფნის ფოთოლიც ამოვიღოთ და გადავაგდოთ. ბულიონი არ გადმოვდგათ, მდუღარეშივე ჩავყაროთ დაჭრილი კარტოფილი და ოსპი. დაახლოებით 20 წუთში, რომ მოიხარშება, ავთქვიფოთ ბლენდერით. დავამატოთ მარილი, პაპრიკა, 1 კბილი დაჭყლეტილი ნიორი და დაჭრილი ხორცი.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა