იმუნიტეტის ასამაღლებელი გემრიელი ნარევი

28-05-2023, 10:51
159 ნახვა
Aa

ეს გემრიელი "წამალი" ბევრმა თქვენგანმა შეიძლება იცის კიდეც. განსაკუთრებით პოპულარულია ორსულებში - ასაკოვანი ექიმები სწორედ ამ ნარევს ურჩევენ მათ :) ეს ნარევი ორგანიზმს უამრავი საჭირო ვიტამინით, მიკროელემენტით, მინერალით ამარაგებს და მის ბრძოლისუნარიანობას ამაღლებს.

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • ლიმონი - 1 ც
  • ქიშმიში (თეთრიც და შავიც) - 200 გ
  • გარგრის ჩირი - 200 გ
  • შავი ქლიავის ჩირი, უკურკო - 200 გ
  • ნიგოზი - 200 გ
  • თაფლი - 200 გ

    მომზადების წესი

    რეცეპტი ძალიან მარტივია: ყველა ინგრედიენტი, თაფლის გარდა ხორცსაკეპში უნდა გაატაროთ. შემდეგ თაფლი დაამატოთ და კარგად აურიოთ. მიიღებთ წებოვან, სქელ, გემრიელ მასას, რომელიც ყოველ დღე 1-2 კოვზი უნდა მიირთვათ. შეინახეთ მაცივარში. მთავარი ინგრედიენტების გარდა, ნარევს შეგიძლიათ დაამატოთ ნუში, კედარის კაკალი (განსაკუთრებულად სასარგებლოა), ლეღვის ჩირი

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა