კოულსლოუ - ვიტამინებით სავსე კომბოსტოს სალათა

10-03-2023, 21:27
204 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

  • ოხრახუში, პიტნა, კამა
  • მარილი და პილპილი
  • კომბოსტო
  • სტაფილო
  • ბოლოკი
  • წიტელი ხახვი
  • ზეითუნის ზეთი
  • ლიმონის წვენი
  • არაჟანი
  • მარცვლოვანი მდოგვი

მომზადების წესი


ყველანაირი ბოსტნეული წვრილ ჩხირებად დავჭრატ ან გავხეხოთ. უკეთესია თუ ამ ყველაფერს კომბაინში გავაკეთებთ. დავამატოთ მარილი და პილპილი, არაჟანი (შეგვიძლია არაჟანს ცოტა სახლის მაიონეზი შევურიოთ) და  მარცვლოვანი მდოგვი. მოვაყაროთ დაჭრილი მწვანილი, მოვასხათ ლიმონის წვენი, ზეთი და კარგად ავურიოთ, რომ სოუსმა ბოსტნეული მთლიანად დაფაროს.

შეგვიძლია თეთრ კომბოსტოს წითელიც შევურიოთ - ფერებისა და გემოს გასახალისებლად.

შეგვიძლია მივირთვათ დამოუკიდებლად, ან როგორც გარნირი ხორცთან. გემრიელია და სასარგებლო.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა