ინგრედიენტები
1 მარილი და პილპილი
2 მაიონეზი
3 სოკო (მარინადი ან კონსერვი)
4 მწვანე ხახვი
5 კარტოფილი
6 სტაფილო
7 ლორი
8 კვერცხი
მომზადების წესი
მოვხარშოთ სტაფილო, კარტოფილი და კვერცხი.
სოკო დავალაგოთ ქუდებით ქვემოთ, ღრმა ჭურჭელში, ერთმანეთთან ახლოს. მოვაყაროთ დაჭრილი მწვანე ხახვი, მოვასხათ მაიონეზის თხელი ფენა, შემდეგ მსხვილად გახეხილი კვერცხი, კვლავ მაიონეზი , დაჭრილი ლორი, ისევ მაიონეზი, შემდეგ გახეხილი სტაფილო, მაიონეზი და ბოლოს გახეხილი კარტოფილი. სალათს მსუბუქად დავაწვეთ და დავტკეპნოთ. მინიმუმ 1 საათი მაცივარში გავაჩეროთ, რათა კარგად შეიკრას ყველა ინგრედიენტი და ფორმა დაიჭიროს.
შემდეგ დავადოთ თეფში და გადმოვაბრუნოთ, ისე რომ ქვედა სოკოს ფენა ზემოთ მოექცეს. სალათი მზადაა!
გემრიელად მიირთვით! 🥂