მწვანილი დავჭრათ წვრილად.
კვერცხი მოვხარშოთ, გავფცქვნათ, გავჭრათ შუაზე .
ყველი გავხეხოთ წვრილ სახეხზე.
ნიორი გავატაროთ ნიორსაჭყლეტში.
სასალათეში მოვათავსოთ ყველი, კვერცხი, ნიორი, მწვანე ხახვი და კამა.
დავამატოთ მარილი, შავი წიწაკა, არაჟანი გემოვნებით და კარგად ავურიოთ ერთმანეთში.