ბოსტნეულის ტორტი

+1
6-03-2023, 21:20
223 ნახვა
Aa

გემრიელი,  მსუბუქი  და  ლამაზი  სალათა.


ინგრედიენტები

  • მწვანე ხახვი და კამა
  • მარილი და შავი წიწაკა
  • მაიონეზი
  • სტაფილო
  • ჭარხალი
  • კარტოფილი

მომზადების წესი

1. კარგად გარეცხეთ ჭარხალი, სტაფილო და კარტოფილი. მოხარშეთ მარილიან წყალში, ოღონდ ჭარხალი მოხარშეთ ცალკე.

2. გაფცქვენით და გახეხეთ მოხარშული ბოსტნეული მსხვილ სახეხზე.

3. სასალათის ძირზე მოაფინეთ ჯერ კარტოფილი, შემდეგ სტაფილო, მოასხით მაიონეზი, შემდეგ ჭარხალი, მოაყარეთ მარილი, შავი წიწაკა და წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი და კამა.

4. გაიმეორეთ ყველაფერი კიდევ ერთხელ. ბოლოს თავზე მოასხით მაიონეზი და მორთეთ დაჭრილი მწვანილით.

გემრიელად მიირთვით!

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა