ძველებური ვანილიანი ფუნთუშები

5-03-2023, 23:21
273 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

  • შაქარი - 100 გ
  • ვანილი - 2 პაკეტი
  • დარბილებული კარაქი - 100 გ
  • ფქვილი - 550 გ
  • საფუარი - 8 გ
  • რძე - 250 გ
  • კვერცხის გული - 5 ც

მომზადების წესი

თბილ რძეს დავამატოთ 8-10 გრამი საფუარი, 2 ს.კ შაქარი, ამდენივე ფქვილი და დავდგათ 15 წუთით საფუარის გასააქტიურებლად. შემდეგ ამ მასას დავამატოთ შაქარი, 4 კვერცხის გული, დარბილებული კარაქი, ვანილი. კარგად ავურიოთ და დავამატოთ ფქვილი. ფქვილი ყველა სხვადასხვანაირია, ამიტომაც შეიძლება მეტი ან ნაკლები დასჭირდეს. ორიენტირად ცომის კონსისტენცია აიღეთ: უნდა იყოს რბილი და არ ეკვროდეს ხელებს. ცომს გადააფარეთ და დადგით სითბოში. აცალეთ კარგად ამოფუვდეს, ეს მნიშვნელოვანია. შემდეგ გადმოიტანეთ ფქვილიან მაგიდაზე, გააკეთეთ პატარა ბურთები, ჩაალაგეთ ფორმაში, ერთმანეთისგან ოდნავ დაშორებით და ხელახლა აფუება აცალეთ. გამოცხობის წინ გადაუსვით კვერცხის გული და შედგით 180-200 გრადუსზე 20-25 წუთი

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა