როგორ მოვამზადოთ ფენოვანი ცომი სახლში

5-03-2023, 20:28
265 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

  • ფქვილი - 250 გ
  • წყალი - 100 მლ
  • მარილი
  • კარაქი - 200 გ

მომზადების წესი

ამ ცომის საიდუმლო არის- ცომის და ინსტრუმენტების მუდმივი გაციება. ყოველი გაბრტყელების შემდეგ ცომი უნდა შევინახოთ მაცივარში 30 წუთით. თუ გამოვიყენებთ გაციებულ დაფას და გასაბრტყელებელს, შეიძლება არც დაგვჭირდეს დიდი ხნით ცომის შენახვა მაცივარში. 200 გრ ფქვილი, 100 მლ წყალი, 1 მწიკვი მარილი შევურიოთ ერთმანეთს და მოვზილოთ ცომი. შევდგათ მაცივარში 15 წუთით.200 გრ კარაქი შევურიოთ 50 გრ ფქვილს, სასურველია კომბაინში, ხელით ძნელია.უნდა მივიღოთ ერთგვაროვანი მასა. თუ ხელით ავურევთ, ჩავიცვათ ხელთათმანები და დავისველოთ ხოლმე ხელები წყლით კარაქის მასას ოთხკუთხა ფორმა მივცეთ და მსუბუქად გავაბრტყელოთ, გავაციოთ 15 წუთით. გავაბრტყელოთ ცომი 40x25 სმ-ზე, დავადოთ კარაქი ორ მესამედზე, ისე რომ ცომის კიდეებთან ბოლომდე არ მივიტანოთ. გადავკეცოთ ცარიელი ცომი კარაქიან მხარეს, შემდეგ კარაქიანი ცომის მეორე ნაწილი გადმოვკეცოთ. დავაფაროთ პარკი და შევინახოთ მაცივარში 30 წუთით. გავაბრტყელოთ ცომი სიგრძეზე. დავკეცოთ სამჯერ. შემდეგ კვლავ გავაბრტყელოთ სიგრძეზე და კვლავ გადავკეცოთ. ასე გავიმეოროთ მესამედაც. ცომი მზადაა. მთელი პროცედურის მანძილძე ცომი ცივი უნდა იყოს, თუ გათბება მაცივარში შევაბრუნოთ.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა