"ნაძვის ხის ბურთები" საახალწლო სუფრისთვის

5-03-2023, 01:13
195 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

  • ზეთისხილი
  • ოხრახუში
  • კამა
  • ნიორი
  • ნიგოზი
  • მაიონეზი
  • ყველი
  • ქათმის ფილე

მომზადების წესი

ქათმის ფილე დაჭერით წვრილად. ყველი გახეხეთ, მწვანილი დაჭერით, ნიგოზი მოხალეთ, შემდეგ კი დააქუცმაცეთ ბლენდერში. ქათმის ხორცს შეურიეთ ყველი, მწვანილი, დაჭყლეტილი ნიორი და ცოტა მაიონეზი. კარგად აურიეთ და დატოვეთ 15-20 წუთი, შემდეგ ამ მასიდან გააკეთეთ პატარა ბურთები და ამოავლეთ ნიგოზში. შემდეგ დაჭერით ზეთისხილი შუაზე, ისე როგორც ფოტოზეა ნაჩვენები და მიამაგრეთ ბურთულებს. მწვანილის ღეროსგან კი სამაგრები გაუკეთეთ.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა