საუდური პრო ლიგის ეთიკის კომიტეტმა კრიშტიანუ რონალდუ უხამსი ჟესტისთვის დასაჯა

1-03-2024, 11:52
116 ნახვა
Aa

საუდის არაბეთის საფეხბურთო პრო ლიგის ეთიკისა და სადისციპლინო კომიტეტმა „ალ-ნასრის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ დასაჯა, „ალ-შაბაბის“ ფანების მიმართ უხამსი ჟესტის ჩვენების გამო - წერს Daily Mail.


შეგახსენებთ, რომ რონალდუმ უხამსი ჟესტი მეტოქის გულშემატკივრებს აჩვენა, რომლებიც პორტუგალიელების მიმართ „მესი, მესის!“ სკანდირებდნენ.


რონალდუს ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს და 2,6 ათასი დოლარით დააჯარიმეს. პორტუგალიელს ასევე 5,3 ათასი დოლარის გადახდა მოუწევს „ალ-შაბაბისთვის.“


ამრიგად, რონალდუ გამოტოვებს საუდის არაბეთის ჩემპიონატის მატჩს „ალ-ჰაზმასთან,“ რომელიც 29 თებერვალს გაიმართება.


საუდის არაბეთის პრო ლიგის მიმდინარე სეზონში 38 წლის კრიშტიანუ რონალდუმ 20 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 22 ბურთი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა