მარტივი და გემრიელი შოკოლადის ტორტი

31-05-2023, 11:14
197 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

მინანქარი

  • ნაღები 35 %
  • შოკოლადი

კრემი:

  • კვერცხი
  • შესქელებული რძე
  • ფქვილი
  • კაკაო
  • სოდა

ინგრედიენტები

  • რძე
  • შაქარი
  • კვერცხი
  • კაკაო
  • ფქვილი

    მომზადების წესი

    გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. 

    კვერცხი მიქსერით ათქვიფეთ, სანამ ფუმფულა და ჰაეროვანი არ გახდება. დაამატეთ შესქელებული რძე და სოდა. შემდეგ დაამატეთ ფქვილი, კაკაო და აურიეთ.
    ჩაასხით ცომი საშუალო ზომის  ცხიმწასმულ ფორმაში და 25 წუთი აცხვეთ.


    რძე და კვერცხი ათქვიფეთ, დაამატეთ ფქვილი, შაქარი და დადგით დაბალ ცეცხლზე. თან გამუდმებით ურიეთ. რომ შესქელდება, დაამატეთ კაკაო, კარგად აურიეთ და გააციეთ.



    გაციებული ბისკვიტი გაჭერით სამ ფენად. წაუსვით კრემი. დადგით მაცივარში მინიმუმ 6 საათი.

    მინანქრისთვის გაადნეთ შოკოლადი და ნაღები ორთქლზე, კარგად აურიეთ, ცოტა გააგრილეთ და მოასხით ტორტს.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა