ხაჭოს ტორტი ხილით

31-05-2023, 11:12
196 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

კრემი

  • შაქარი
  • მარწყვის წვენი
  • მარწყვი
  • ფქვილი
  • სახამებელი
  • შაქარი
  • კვერცხი

ინგრედიენტები

  • რძე
  • ხაჭო
  • ნაღები 35 %
  • ჟელატინი

    მომზადების წესი

    კვერცხები და შაქარი ათქვიფეთ სანამ ფუმფულა მუსის მსგავს მასას არ მიიღებთ. ფრთხილად შეურიეთ ფქვილი და სახამებელი.  გადაიტანეთ 20 სმ დიამეტრის ფორმაში და გამოაცხეთ 180 გრადუსზე დაახლოებით 15-20 წუთი.
    ჟელატინი (1/2 ჩაის კოვზის გადადეთ ცალკე) ცივ რძეში დაალბეთ, შემდეგ გაათბეთ რომ გადნეს. ხაჭო საცერში გაატარეთ და ათქვიფეთ შაქართან ერთად. ცალკე ათქვიფეთ ნაღები. შეურიეთ ერთმანეთს და დაამატეთ ჟელატინიანი რძე. კარგად შეურიეთ და დაასხით გამომცხვარ ბისკვიტს. შედგით მაცივარში გასამაგრებლად.
    მარწყვს მოაყარეთ შაქარი და დაელოდეთ სანამ წვენს გაუშვებს. თუ წვენი ცოტაა წყლით შეავსეთ 1 ჭიქამდე. გახსენით მასში ჟელატინი და გაადნეთ. 
    ტორტის ზედაპირზე დაალაგეთ მარწყვი, შემდეგ მოასხით ჟელე და შეაბრუნეთ მაცივარში.
    როცა ბოლომდე გამაგრდება, ფორმას გვერდები მოხსენით და გადმოიღეთ ტორტი თეფშზე.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა