ტორტი ნაყინის არომატით

31-05-2023, 11:09
155 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • გახეხილი შოკოლადი
  • ფორთოხალი
  • ვანილის შაქარი
  • ნაღების ყველი (”ფილადელფია” ან მასკარპონე)
  • შაქრის პუდრა
  • ნაღები
  • კრემი:
  • სახამებელი
  • მწიკვი მარილი
  • შაქარი
  • რძე
  • ფქვილი
  • 2 ც კვერცხი
  • ბლინებისთვის:

    მომზადების წესი

    მომზადების წესი:

    კვერცხის გული, რძე, შაქარი, მარილი, ფქვილი და სახამებელი შეურიეთ ერთმანეთში და კარგად ათქვიფეთ. შემდეგ დაუმატეთ კვერცხის ცილა და კიდევ აურიეთ – უნდა მიიღოთ თხევადი, ოდნავ ქაფიანი მასა.

    შეწვით ბლინები ზეთწასმულ ტაფაზე ორივე მხრიდან და გადაიტანეთ დაფაზე, რომ
    გაგრილდეს.

    ამასობაში გააკეთეთ კრემი: ათქვიფეთ ნაღები შაქრის პუდრასთან და ვანილის შაქართან ერთად, დაუმატეთ ნაღების ყველი და კვლავ ათქვიფეთ – უნდა მიიღეოთ ძალიან სქელი კრემი.

    გაფცქვენით ფორთოხალი და დაჭერით წვრილად.

    ააწყვეთ ტორტი: დადეთ ბლინის ერთ ფენა, მოასხით ფორთოხლის წვენი, წაუსვით კრემი, დაალაგეთ დაჭრილი ფორთოხლის 1/4, დააფინეთ ბლინის შემდეგი ფენა და იგივე თანამიმდევრობით ააწყვეთ ტორტი ბოლომდე. სულ ბოლოს წაუსვით კრემი და შედგით 2-3 საათით მაცივარში. შემდეგ მოაყარაეთ გახეხილი შოკოლადი და მორთეთ ფორთოხლის ნაჭრებით.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა