სახლში მომზადებული კარამელის კანფეტები

28-05-2023, 11:12
147 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • ვანილი
  • შესქელებული რძე - 1 ქილა
  • თაფლი - 1 ჭიქა
  • კარაქი - 220 გ
  • შაქარი - 1 ჭიქა

    მომზადების წესი

    საშუალო ზომის ფორმას ჩააფინეთ ფოლგის ფურცელი და წაუსვით ცხიმი. ქვაბში მოათავსეთ თაფლი (შეიძლება შეიცვალოს სიმინდის სიროპით ან იაფფასიანი თაფლით), შაქარი, კარაქი და დაბალ ცეცხლზე წამოადუღეთ ხშირი მორევით. ადუღეთ 3-4 წუთი, შემდეგ გადმოიღეთ და შეურიეთ შესქელებული რძე. დააბრუნეთ ცეცხლზე და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე, სანამ 238 გრადუსამდე არ მივა ტემპერატურა. თუ თერმომეტრი არ გაქვთ, კონსისტენციას დააკვირდით - რბილი ბურთულის სტადიამდე უნდა იყოს მისული. გადმოდგით და დაამატეთ ვანილი. გადაიტანეთ ფორმაში და გააციეთ. უმჯობესია მაცივარში. შემდეგ ფოლგის დახმარებითვე გადმოიღეთ დაფაზე, მოაცილეთ ფოლგა და დაჭერით პატარა კვადრატებად. გაახვიეთ ცალ-ცალკე, პერგამენტის ქაღალდში. გამოდის რბილი, ძალიან გემრიელი, დაახლოებით 1 კგ კანფეტი. ლამაზ კოლოფში ჩადებული, შესანიშნავი საჩუქარია ახლობლებისთვის.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა