ქათმის სადღესასწაულო სალათა

27-05-2023, 12:39
212 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • მოხარშული კვერცხი
  • მოხარშული ქათმის ფილე
  • მაიონეზი
  • მარილი და პილპილი
  • კიტრი
  • სოკოს კონსერვი
  • მწვანე ხახვი

    მომზადების წესი

    ქათმის ფილე დავჭრათ პატარა კუბებად ან ხელით დავანაწევროთ. კიტრი გავჭრათ სიგრძეზე და თხლად დავჭრათ, სოკოს მარინადი გადავწუროთ, მოხარშული კვერცხი დავჭრათ წვრილად ან გავხეხოთ მსხვილ სახეხზე. მწვანე ხახვი დავჭრათ წვრილად

    სალათა ავაწყყოთ ფენებად, ფენებს შუა წავუსვათ მაიონეზი და დავამატოთ მარილი და პილპილი გემოვნებით.

    შეგვიძლია ავაწყოთ ღრმა თასში, შემდეგ გადმოვაბრუნოთ და სალათას ლამაზი ფორმა შეუნარჩუნდება.  ამ შემთხვევაში პირველი ფენა იქნება კვერცხი, შემდეგ მაიონეზი, მწვანე ხახვი, სოკო, კვლავ მაიონეზი, კიტრი, მაიონეზი და ბოლოს ქათამი. ამობრუნების შემდეგ ქათმის ხორცი ძირძი მოექცევა.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა