როგორ გავაკეთოთ შესქელებული რძე სახლში

25-05-2023, 14:06
224 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

  • შაქრის პუდრი - 500 გ
  • რძე - 375 მლ
  • კარაქი - 40 გ

    მომზადების წესი

    მაღალ ქვაბში ჩავასხათ რძე, დავამატოთ კარაქი და გაცრილი პუდრა. დავდგათ დაბალ ცეცხლზე და ვურიოთ, სანამ შაქარი და კარაქი არ გადნება. მივიყვანოთ ადუღებამდე.ადუღების მერე გამუდმებული მორევით ვხარშოთ 10 წუთი. ჩავასხათ ქილაში და გავაციოთ, უკეთესია მაცივარში. გაციების მერე რძე შესქელდება.უმჯობესია ნაყიდი პუდრა გამოვიყენოთ, რადგან სახამებელსაც შეიცავს. რძე უნდა იყოს ახალი, ხანმოკლე მოხმარების ვადით.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა