ნამდვილი ძველებური "იდეალი"

25-05-2023, 13:39
173 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

კრემი:

  • დაჭრილი ნიგოზი
  • დარბილებული კარაქი - 200 გ
  • ვანილი
  • მოხარშული შესქელებული რძე - 2 ქილა

ინგრედიენტები

  • დაფქული ნიგოზი - 0.5 ჭიქა
  • თაფლი - 4 სკ
  • ფქვილი - 2.5 ჭიქა
  • სოდა ძმრით - 1 ჩკ
  • კარაქი - 60 გ
  • შაქარი - 1 ჭიქა
  • კვერცხი - 4 ც

    მომზადების წესი

    კვერცხით და შაქრით ათქვიფეთ გოგლი-მოგლი. დაამატეთ თაფლი, გამდნარი კარაქი, სოდა ძმრით და დადგით ორთლის აბაზანაზე. თან რამდენიმე წუთი კიდევ თქვიფეთ. მასა გახდება ფუმფულა და თხელი. შეურიეთ ფქვილი და ნიგოზი. ცეცხლი გამორთეთ და ცომი დატოვეთ კვლავ ორთლზე. საშუალო ზომის ფორმას დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, გადაიტანეთ ცომის მესამედი და გააბრტყელეთ ფქვილიანი ან სველი ხელით. როცა ცომი თბილია, ადვილი სამუშაო და კარგად ბრტყელდება. გამოაცხეთ 180 გრადუსზე რამდენიმე წუთი, სანამ ღია ოქროსფერს მიიღებს. ასევე გაიმეორეთ დანარჩენი ცომით. სულ ცხვება სამი ფირფიტა. კრემისთვის ათქვიფეთ შესქელებული რძე და დარბილებული კარაქი. ჯერ კარაქი ამოიყვანეთ, შემდეგ ნაწილ-ნაწილ შეათქვიფეთ შესქელებული რძე. დაამატეთ ვანილი. მიღებული კრემი წაუსვით სამივე ფირფიტას, მათ შორის გვერდებზეც. ფენებს შუა კრემს მოაყარეთ ცოტა დაჭრილი ნიგოზი. ასევე ნიგვზით დაფარეთ ზემოდან და სურვილის შემთხვევაში გვერდებზეც. ნიგოზი შეგიძლიათ წინასწარ მოხალოთ. ნამცხვარი მთელი ღამით გააჩერეთ მაცივარში და მხოლოდ შემდეგ დაჭერით.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა