მსოფლიოში ყველაზე პოპულარული შოკოლადის ტორტი

25-05-2023, 13:33
173 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

  • 1 ფორთოხლის წვენი
  • თაფლი
  • კარაქი
  • შოკოლადი
  • მინანქრისთვის :
  • ვანილი
  • ცუკატები
  • შოკოლადის ჩიფსი/დრაჟე
  • კვერცხი
  • ფქვილი
  • კარაქი
  • შავი შოკოლადი

    მომზადების წესი

    მომზადების წესი:

    გაადნეთ შავი შოკოლადი კარაქათან ერთად და ცოტა გააგრილეთ. დაუმატეთ ფქვილი, კვერცხი და ვანილი. ყველაფერი კარგად აურიეთ.

    დაუმატეთ შოკოლადის დრაჟე და ცუკატები. გადაიტანეთ შოკოლადის ცომი პერგამენტჩაფენილ ფორმაში და აცხვეთ 180 გრადუსზე 30-40 წუთი.

    მინანქრისთვის: გაადნეთ შოკოლადი კარაქთან ერთად დაბალ ცეცხლზე ან წყლის აბაზანაზე, დაუმატეთ თაფლი და ფორთოხლის წვენი. ცოტათი გააგრილეთ, მოასხით გამომცხვარ და გაცივებულ შოკოლადის ტორტს და შედგით მაცივარში. როცა მინანქარი გამაგრდება, გამოიღეთ ტორტი მაცივრიდან და ზემოდან მორთეთ ცუკატებით

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა