ჟელეს ტორტი გამოცხობის გარეშე - სუპერრეცეპტი, რომელიც შეფმზარეულმა გაგვიზიარა

25-05-2023, 13:18
332 ნახვა
Aa

ეს მსუბუქი ტორტი მარტივად მზადდება, არ ცხვება და აქვს ლაიმის საოცარი არომატი.
100 გ შეიცავს: 247.78 კკალ; 5.74 ცილას; 12.55 ცხიმს; 25.60 ნახშირწყლებს.
 

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • ნედლი პიტნა
  • კივის მწვანე ფერის ჟელე
  • ლიმონი ან ლაიმი
  • ვანილის შაქარი
  • ჟელატინი
  • შაქარი
  • ხაჭო
  • დარბილებული კარაქი
  • არაჟანი 10-15 %
  • ფხვიერი ნამცხვარი ("პეჩენია")

    მომზადების წესი


    დაიწყეთ ტორტის მომზადება ბისკვიტით. ამისათვის დააბლანდერეთ ფხვიერი ნამცხვარი. თუკი ბლენდერი არ გაქვთ, მოათავსეთ პეჩენია პაკეტში და გადაატარეთ ცომის გასაბრტყელებელი.

    ჩაყარეთ ჯამში დაფხვნილი ორცხობილა და შეაზილეთ დარბილებული კარაქი. ამის შემდეგ აიღეთ ტორტის ფორმა, კლასიკური ვარიანტი – 22 სმ დიამეტრის. ფორმის ფსკერზე ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და გადაიტანეთ მიღებული ცომი, კარგად დაპრისეთ და მოასწორეთ.

    შედგით ბისკვიტი ნახევარი საათით მაცივარში და დაიწყეთ კრემის კეთება. დაასხით ჯელეს 100 მლ წყალი და გააჩერეთ 10 წუთი, რომ გაფუვდეს. შემდეგ დადგით დაბალ ცეცხლზე და გაადნეთ ჟელატინი. არავითარ შემთხვევაში არ აადუღოთ. არ დაგავიწყდეთ, გამუდმებით ურიეთ. გააგრილეთ.

    ხაჭო გაატარეთ საცერში, დაუმატეთ შაქარი, არაჟანი და ვანილის შაქარი, კარგად ათქვიფეთ. აიღეთ ლაიმი, მოაჭერით ორივე მხრიდან 1/4 ნაწილი და გამოწურეთ ორივე ნაწილიდან წვენი (მიიღებთ დაახლოებით 2 ს/კ წვენს). დარჩენილი შუა ნაწილი მოსართავად გამოგადგებათ. წვენი ჩაუმატეთ ხაჭოს მასას.

    ათქვიფეთ კრემი შაქრის ბოლომდე გადნობამდე. შემდეგ წვრილი ნაკადით ჩაუშვით ჟელატინის მასა ისე, რომ არ შეაჩეროთ თქვეფა. გადაიტანეთ მიღებული კრემი ბისკვიტზე და კვლავ შედგით ტოტრი მაცივარში 1-2 საათით.

    ახლა აიღეთ კივის მწვანე ფერის ჟელე და მოამზადეთ შეფუთვაზე მოცემული ინტსრუქციის მიხედვით. წყლის რაოდენობა 100 მლ-მდე შეამცირეთ. გააჩერეთ ჟელე, სანამ არ შედგება.

    გამოიარეთ ცივი ტორტი და დაასხით ზემოდან კივის მომზადებული ჟელე. კვლავ შედგით მაცივარში ახლა უკვე 4-5 საათით, რათა ყველა ფენა მთლიანად გამაგრდეს.

    სუფრასთან მიტანის წინ მორთეთ ტორტი ლაიმის ნაჭრებით და პიტნის ფოთლებით.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა