ჟელეს ტორტი ფორთოხლითა და მანდარინით – დესერტი, რომელიც აუცილებლად უნდა მოამზადოთ

25-05-2023, 12:09
215 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

  • ფქვილი - 1 ჭიქა
  • შაქარი - 0.5 ჭიქა
  • კვერცხი - 3 ცალი
  • სოდა - 1 ჩკ
  • შაქარი - 1 ჭიქა
  • არაჟანი - 900 გ
  • ვანილის შაქარი - 1 შეკვრა
  • ჟელატინი - 50 გ
  • ბანანი - 1 ცალი
  • ანანასი, დაკონსერვებული - 150 გ
  • მანდარინი - 3 ცალი
  • ფორთოხალი - 3 ცალი

    მომზადების წესი

    კვერცხისა და შაქრისგან გააკეთეთ გოგლიმოგლი, დაუმატეთ სოდა და ფქვილი, მოზილეთ ცომი. წაუსვით ფორმას ცხიმი და გადაიტანეთ ბისკვიტი ფორმაში. აცხვეთ 180 გრადუსზე 15 წუთი. გაგრილებული ბისკვიტი დაჭერით 1,5X1,5-ზე კვადრატებად. ჟელატინი დაალბეთ წყალში და შემდეგ შეათბეთ დაბალ ცეცხლზე, არ აადუღოთ. გააგრილეთ. ფორთოხალი და მანდარინი გაფცქვენით, ფორთოხალი დაჭერით წრეებად, მანდარინები დაყავით ლებნებად. ანანასი და ბანანი დაჭერით კუბიკებად. ათქვიფეთ არაჟანი და შაქარი, დაუმატეთ ვანილი და გაგრილებული ჟელატინი. შემდეგ ყველაფერი კარგად აურიეთ. ნაწილი (ნახევარი) ბისკვიტის კუბებზე მოათავსეთ დაჭრილი ხილი. მოასხით კრემი, შემდეგ დააწყეთ კვლავ ბისკვიტები (მეორე ნახევარი), მასზე კი ხილი და მოასხით კრემი. ტორტი შედგით მთელი ღამით მაცივარში.

    ჭიქა - 200 გ

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა