შოკოლადის ტორტი ყავის კრემით

25-05-2023, 11:46
187 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

განაში

  • კარაქი - 50 გ
  • ნაღები - 100 გ
  • შოკოლადი - 200 გ

კრემი

  • დარბილებული კარაქი - 300 გ
  • შოკოლადი - 200 გ
  • კარაქი - 200 გ
  • ფქვილი - 150 გ
  • შაქარი - 250 გ
  • კვერცხი - 4 ც

ინგრედიენტები

  • შაქარი - 370 გ
  • კვერცხი - 6 ც
  • რძე - 200 მლ
  • ხსნადი ყავა - 3 სკ
  • წყალი - 3 სკ
  • გამაფხვიერებელი - 2 ჩკ

    მომზადების წესი

    გაადნეთ შოკოლადი და კარაქი. ცოტა შეაგრილეთ, დაამატეთ ყველა დანარჩენი ინგრედიენტი და კარგად ათქვიფეთ. გადაიტანეთ საშუალო ზომის ცხიმწასმულ ყალიბში და გამოაცხეთ 160-170 გრადუსზე. ფორმა თუ ფართოა, ბისკვიტი შედარებით დაბალი და განიერი გამოვა, გააციეთ და გაჭერით ორად ან სამად. მომცრო ფორმაში მაღალი ბისკვიტი გამოცხვება, შეგიძლიათ 3-ად ან 4-ად გაჭრათ.მოამზადეთ კრემი: 300 გ შაქარი სულ ცოტა წყალთან (50-60 მლ) ერთად დადგით ცეცხლზე და მოამზადეთ სიროპი. შაქარი რომ ადუღდება, დაიწყეთ ცილის თქვეფა. ამოყვანილ ბეზეს წვრილ ზოლად დაასხით მდუღარე სიროპი და თან თქვიფეთ, სანამ ბეზეს მასა არ გაცივდება.ცალკე ათქვიფეთ გულები 70 გ შაქართან ერთად. დაასხით ცხელი რძე, კარგად გახსენით და შემოდგით დაბალ ცეცხლზე. მოხარშეთ კრემი. უნდა მიიღოთ ბლანტი, საშუალოდ სქელი მასა. გააციეთ და შეათქვიფეთ ცალკე ამოყვანილ ყავის არომატიან კარაქს( დარბილებული კარაქი ათქვიფეთ 3 ს.კ წყალში გახსნილ ყავასთან ერთად) ბოლოს შეურიეთ ბეზეს კრემი. წაუსვით კრემი ბისკვიტის ყველა ფენას, მათ შორის ზემოდან და გვერდებზეც. გააციეთ მაცივარში, შემდეგ გადაუსვით შოკოლადის განაში.განაშისთვის გაადნეთ ნაღები, შოკოლადი და კარაქი ერთად. გააციეთ ბოლომდე, შემდეგ კი წაუსვით ტორტს.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა