უგემრიელესი ჩინური ტორტი კენკრით

25-05-2023, 11:40
145 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

  • მაყვალი
  • ჟოლო
  • მზა ბისკვიტი
  • რძე
  • შაქარი
  • ფქვილი
  • შესქელებული რძე
  • კარაქი
  • ვანილი
  • მარწყვი

    მომზადების წესი

    შეგვიძლია გამოვიყენოთ მზა ბისკვიტი ან გამოვაცხოთ ამ რეცეპტით. გაციებული ბისკვიტი დავჭრათ კუბებად.
    მოვამზადოთ კრემი: შაქარი და ფქვილი კარგად ავურიოთ, დავასხათ მდუღარე რძე და გავთქვიფოთ მიქსერით, შემდეგ დავდგათ დაბალ ცეცხლზე და ხის კოვზით ვურიოთ სანამ შესქელდება. შემდეგ ვაცადოთ გაციება და კარგად გაგრილებული შევათქვიფოთ ამოყვანილ კარაქს, ბოლოს შევათქვიფოთ შესქელებული რძე და ვანილი.
    ავაწყოთ ტორტი დიდ ლამაზ ჭურჭელში ფენებად: ბისკვიტის ნაჭრები, კრემი, ხილი. ხილი შეგვიძლია შევცვალოთ სეზონისა და გემოვნების მიხედვით. შეგვიძლია დავამატოთ შოკოლადიც

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა