კალიფორნიული ქათმის სალათა მაიონეზის გარეშე

25-05-2023, 10:33
185 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

  • მარილი და პილპილი
  • ნატურალური იოგურტი
  • ბოლოკი
  • სალათის ფოთლები
  • ლიმონის წვენი
  • ავოკადო
  • პომიდორი
  • მოხარშული ქათმის ფილე

    მომზადების წესი

    მომზადება:
    მოხარშული ქათმის ფილე დაჭერით პატარა კუბიკებად.
    პომიდორი დაჭერით 8-12 ნაჭრად.
    ავოკადო გაჭერით შუაზე, ამოაცალეთ გული, გაფცქვენით.
    რბილობი დაჭერით და მოასხით ლიმონის წვენი, რათა ავოკადო არ გაშავდეს.
    ბოლოკი გახეხეთ მსხვილად. სალათის ფოთლები დახიეთ.
    ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ სასალათეში, მოაყარეთ მარილი და პილპილი, მოასხით იოგურტი და ამოურიეთ.
    გემრიელად მიირთვით

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა