ყაბაყის სალათა მზესუმზირის თესლით - მარტივი სამარხვო კერძი

19-06-2023, 12:06
194 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • ნიორი
  • პამიდორი
  • პროვანსული სუნელი
  • მზესუმზირის მარცვლები
  • ზეთი შესაწვავად
  • მარილი და პილპილი
  • ლიმონის წვენი
  • სალათი რომანო
  • ყაბაყი

    მომზადების წესი

    ყაბაყი თხელ რგოლებად დაჭერით და მაღალ ცეცხლზე შეწვით ცოტაოდენ ზეთში.  სალათის ფოთლები გარეცხეთ, გააშრეთ და დაანაწევრეთ. მზესუმზირის მარცვლები მოხალეთ (თუ მოუხალავია)
    შეურიეთ ერთმანეთს სალათის ფოთლები, შემწვარი ყაბაყი, დაჭრილი პამიდორი,  მზესუმზირის მარცვლები. დაამატეთ პროვანსული სუნელი, მარილი, პილპილი, ნიორი, ლიმონის წვენი და ამოურიეთ.

    სალათა მზადაა.

    *მზესუმზირის თესლის ნაცვლად, სურვილის შემთხვევაში გამოიყენეთ გოგრის თესლი, მოხალული ნიგოზი...

    **პროვანსული ბალახები (სუნელი) რამოდენიმე არომატული მცენარის ნაკრებია. გამოირჩევა ძლიერი, დამახასიათებელი არომატით. იყიდება სუნელების სექციებში. პოპულარულია ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების სამზარეულოში.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა