ბლინები სოკოთი და კარტოფილით - გემრიელი სამარხვო კერძი

19-06-2023, 11:45
218 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • ხახვი
  • სოკო
  • კარტოფილი
  • მარილი და პილპილი
  • ზეთი
  • ფქვილი
  • წყალი

    მომზადების წესი

    შევურიოთ წყალი და ზეთი ერთმანეთს. ცალკე შევურიოთ ფქვილი, მარილი, და დავასხათ სითხის ნაწილი. კარგად ავთქვიფოთ რომ კოშტები არ დარჩეს, შემდეგ დავამატოთ დარჩენილი სითხე. საბოლოოდ კეფირის სისქის ცომს მივიღებთ.

    ტაფა გავაცხელოთ საშუალო ცეცხლზე, მოვუსვათ ზეთი და დავიწყოთ ბლინების გამოცხობა ორივე მხრიდან.

    კარტოფილი მოვხარშოთ და დავჭყლიტოთ. დაჭრილი სოკო და ხახვი მოვშუშოთ , შემდეგ შევურიოთ კარტოფილს. დავამატოთ მარილი და პილპილი გემოვნებით.

    გავახვიოთ გულსართი ბლინებში. გემრიელი კერძი მზადაა!

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა