სამარხვო ღვეზელები ხილით

19-06-2023, 11:36
143 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • ხილი და ცოტა შაქარი გულში ჩასადებად
  • მარილი
  • თბილი წყალი
  • შაქარი
  • ზეთი
  • საფუარი
  • ფქვილი

    მომზადების წესი

    თბილ წყალში გავხსნათ ზეთი, შაქარი და მწიკვი მარილი. დავამატოთ საფუარი და იმდენი ფქვილი, რომ რბილი ცომი მივიღოთ. დავდგათ სითბოში ასაფუებლად. აფუების შემდეგ ერთხელ ჩავზილოთ.

    ხელახლა აფუებული ცომისგან გავაკეთოთ გუნდები, გულში ჩავუდოთ ნებისმიერი დაჭრილი ხილი+ცოტა შაქარი. ღვეზელებს წავუსვათ ზეთი და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა