სოკოს გულიაში – გემრიელი სამარხვო კერძი

17-06-2023, 18:28
133 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • დაჭრილი მწვანილი
  • ზეთი
  • მარილი და პილპილი
  • ფქვილი
  • ტომატპასტა
  • ნიორი 2-3 კბილი
  • ხახვი
  • პომიდორი 1 ცალი
  • ბულგარული წიწაკა
  • სტაფილო
  • ქამა სოკო

    მომზადების წესი

    დაჭერით ხახვი ალყა-ალყა, ნიორი წმინდად და მოხრაკეთ ზეთში 4-5 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ დაჭრილი ბულგარული წიწაკა, გახეხილი სტაფილო და გაფცქვნილი და დაჭრილი პომიდორი – ყველაფერი ერთად ხრაკეთ კიდევ 5 წუთი. შემდეგ დაუმატეთ დაჭრილი ქამა სოკო და შუშეთ თავდახურულ ქვაბში 10 წუთი. დაუმატეთ ტომატპასტა, კარგად აურიეთ და შუშეთ 2 წუთი. ჩააყარეთ ფქვილი და ჩქარ-ჩქარა ურიეთ. დაუმატეთ მარილი და პილპილი, დაასხით 2-3 ჭიქა წყალი და მიიყვანეთ ადუღებამდე. სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა