ზეთზე დამზადებული სამარხვო ფენოვანი ცომი

+1
16-06-2023, 14:27
178 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • მარილი
  • ზეთი - 150 გ
  • ლიმონმჟავა - 0.5 ჩკ
  • წყალი - 1 ჭიქა
  • ფქვილი - 2.25 ჭიქა

    მომზადების წესი

    ჭიქა წყალში დავამატოთ ლიმონმჟავა, ავურიოთ და ცოტა ხნით საყინულეში შევდოთ. მაგრამ არ გავყინოთ. გაცრილ ფქვილს შევურიოთ მარილი. გაციებული წყალი დავასხათ ცომს და მოვზილოთ. ვზილოთ 5-8 წუთი, სანამ ელასტიური არ გახდება და ხელს ადვილად არ მოშორდება. ცომი გავახვიოთ ცელოფანში და მაცივარში 30 წუთით შევდოთ.

    ზეთი შევურიოთ მეოთხედ ჭიქა ფქვილს და ასევე შევდოთ მაცივარში 20 წუთით. ცომი გავაბრტყელოთ ძალიან თხლად, 2 მმ სისქეზე. ზემოდან გადავუსვათ ზეთიანი ფქვილი და რულეტივით გადავახვიოთ. დავაფაროთ ნოტიო ხელსახოცი და შევდოთ მაცივარში 20 წუთით. შემდეგ გავაბრტყელოთ ისევ ძალიან თხლად, გადავკეცოთ ოთხჯერ, გადავახვიოთ ცელოფანში და გავაციოთ მაცივარში. ცომი შეგვიძლია მაშინვე გამოვიყენოთ ან გავყინოთ

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა