ინგრედიენტები
გაახურეთ ღუმელი 190 გრადუსზე. დაჭყლიტეთ ბანანი ჩანგლით, დაუმატეთ კვერცხი და კარგად აურიეთ. წაუსვით ფორმებს ზეთი, თითოეულში ჩააგდეთ რამდენიმე ცალი სასურველი კენკრა (ჟოლო, მარწყვი, მოცხარი ან სხვა...). დაასხით კვერცხისა და ბანანის მასა. აცხვეთ 10-15 წუთი. გარწმუნებთ, არ გამოგივათ ბანანის ომლეტი, პირიქით. გამოვა ჩვეულებრივი ფუმფულა მაფინები - თანაც ფქვილის გარეშე.