კრემი:
ინგრედიენტები
გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. ფორმაში (35x25 სმ) ჩააფინეთ ცხიმწასმული ქაღალდი.
ცილისგან ათქვიფეთ მყარი ბეზე. ცალკე ათქვიფეთ გულები და შაქარი, დაამატეთ კაკაო და სოდა. შემდეგ ფრთხილად შეურიეთ ბეზე. გადაიტანეთ ცომი ფორმაში და გამოაცხეთ 7-10 წუთი. შემდეგ გადაიტანეთ ბისკვიტი სუფთა პირსახოცზე .
მოამზადეთ კრემი: ფქვილი, შაქარი და რძე შეურიეთ, დადგით ნელ ცეცხლზე და შეასქელეთ. შემდეგ გადმოიღეთ და შეათქვიფეთ კვერცხი. გაგრილების შემდეგ შეათქვიფეთ კარაქიც. ბოლოს დაამატეთ კაკაო და ვანილი.
ცომის ორი მესამედი წაუსვით ბისკვიტს, დაადეთ ბანანები და გადაახვიეთ. დარჩენილი კრემი გადაუსვით ზემოდან. მირთმევამდე 1-2 საათი მაცივარში გააჩერეთ