მსხლის ტარტი

16-06-2023, 13:24
101 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • ვარსკვლავა ანისი
  • დარიჩინი
  • ფქვილი
  • კარაქი
  • კვერცხი
  • შაქარი
  • ხაჭო
  • მსხალი

    მომზადების წესი

    კარაქი და შაქარი ავთქვიფოთ, შევურიოთ 1 კვერცხი, შემდეგ ფქვილი და ხელით კარგად ავსრისოთ. მიღებული ცომი გავაბრტყელოთ და ტარტის ფორმაში ჩავაფინოთ. გამოვაცხოთ 190 გრადუსზე 15 წუთი.
    ამასობაში, მსხლები კანიანად ჩავდოთ ქვაბში, ჩავასხათ წყალი ისე რომ მთლიანად დაფაროს. დავამატოთ 1 კოვზი შაქარი და სანელებლები.ვხარშოთ 15 წუთი.
    შემდეგ მსხლები ამოვიღოთ, შუაზე გავჭრათ, გულები ამოვაცალოთ და თხელ ფენებად გავჭრათ თითოეული ნახევარი, ისე რომ ყუნწთან მთელი დარჩეს.

    ხაჭო, შაქარი და 2 კვერცხი ავთქვიფოთ, ჩავასხათ ეს კრემი სანახევროდ გამომცხვარ ცომში ჩავალაგოთ მსხლები და შევაბრუნოთ კვლავ ღუმელში 15-20 წუთი

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა