ფაფუკი ზებრა შედედებული რძით

16-06-2023, 13:13
240 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • შავი შოკოლადი - 1 ფილა
  • კაკაო - 1 ჩკ
  • ფქვილი - 2 ჭიქა
  • გამაფხვიერებელი - 0.5 ჩკ
  • კარაქი - 120 გ
  • შედედებული რძე - 0.6 ჭიქა
  • არაჟანი - 0.6 ჭიქა
  • შაქარი - 0.5 ჭიქა
  • კვერცხი - 3 ცალი

    მომზადების წესი

    ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი. დაუმატეთ არაჟანი და შედედებული რძე. გაადნეთ კარაქი და დაუმატეთ ძირითად მასას. ნელ-ნელა ჩააცერით, თან ურიეთ ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად.გაყავით მიღებული ცომი 2 ნაწილად. გაადნეთ შოკოლადი წყლის აბაზანაზე, ან ძალიან დაბალ ცეცხლზე (ამ შემთხვევაში ჯამს უნდა წაუსვათ ცოტაოდენი კარაქი). ცომის ერთ ნაწილს დაუმატეთ კაკაო და გამდნარი შოკოლადი.აიღეთ ფორმა, წაუსვით კარაქი და მოაყარეთ ცოტაოდენი მანის ბურღული. ჩაასხით ფორმაში მორიგეობით ერთი სუფრის კოვზი თეთრი, შემდეგ კი ერთი სუფრის კოვზი შოკოლადის ცომი და ასე შემდეგ, სანამ მთელი ცომი არ ამოიწურება. შედგით ბისკვიტი 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ 45 წუთი.გამომცხვარი კექსი დატოვეთ ფორმაში 10 წუთი, შემდეგ კი გადმოიღეთ.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა