მოხარშული ბეზეს კრემი ტორტებისთვის

14-06-2023, 10:50
288 ნახვა
Aa

ბეზეს კრემისგან განსხვავებით ეს ვერსია თერმულ დამუშავებას გადის, რაც უფრო უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის, ვიდრე უმი ბეზე.

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • ლიმონის წვენი
  • კვერცხის ცილა
  • შაქარი
  • მარილი
  • ვანილი

    მომზადების წესი

    ქვაბში ავადუღოთ წყალი. ზემოდან დავდგათ თასი, როემლშიც კრემს მოვამზადებთ. მისი ძირი არ უნდა ეხებოდეს მდუღარე წყალს. მოვათავსოთ თასში ცილა, მწიკვი მარილი, ლიმონის წვენი და დავიწყოთ თქვეფა. როცა მასა აქაფდება და დავამატოთ შაქარი, ვანილი და განვაგრძოთ თქვეფა დაახლოებით 10 წუთი მაინც. 
    შაქარი დადნება, ბეზე გახდება პრიალა, ძალიან სქელი და წელვადი. 
    გადმოვიღოთ ორთქლიდან და ვთქვიფოთ  კიდევ 2-3 წუთი. გამოყენებამდე კრემი გავაციოთ.

    მიღებული კრემი შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვადასხვა დესერტებისთვის: ტარტალეტკისთვის, ტორტის მოსართავად და ა.შ.  ის არ კარგავს ფორმას, მსუბუქია და გემრიელი.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა