ლიმონის კრემი Lemon curd

14-06-2023, 10:46
176 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • კარაქი
  • შაქარი
  • ლიმონი
  • კვერცხი

მომზადების წესი

ლიმონი გარეცხეთ, გაამშრალეთ და აახეხეთ ან სათლელით ძალიან თხლად ააჭერით ცედრა. გამოწურეთ წვენი. კვერცხი ათქვიფეთ ხელის სათქვეფით, დაამატეთ შაქარი, ლიმონის წვენი, ცედრა. კარგად მოურიეთ. დაამატეთ კარაქი, დადგით დაბალ ცეცხლზე და მუდმივი მორევით მიიყვანეთ ადუღებამდე. როგორც კი შესქელდება, გადმოიღეთ ცეცხლიდან, კოვზის დახმარებით  გაატარეთ საწურში, რათა მოაცილოთ ცედრა და კრემიც უფრო ერთგვაროვანი გახდეს. გადაიტანეთ ქილაში და გაგრილების შემდეგ მაცივარში შეინახეთ. ინახება 10-12 დღე საყინულესთან ახლოს თაროზე.  შესაძლებელია კრემის გაყინვა და მოგვიანებით გამოყენება.

ეს კრემი ძალიან უხდება რულეტებს. შეგიძლიათ გამოიყენოთ ტორტებში, კრემთან კომბინაციით, ასევე ტარტალეტკებში, ბლინებთან და ა.შ.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა