პიტნის ნაყინი შოკოლადით

14-06-2023, 10:33
199 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • შოკოლადი
  • ნაღები 35 %
  • რძე
  • შაქარი
  • პიტნა
  • კვერცხის გული

მომზადების წესი

გარეცხილ, გამშრალ პიტნას გავაცალოთ ფოთლები. ნაღები და რძე ჩავასხათ ქვაბში. ჩავამატოთ პიტნა და ნახევარი შაქარი, მივიყვანოთ ადუღებამდე. ნაღების ნახევარ, სურვილის შემთხვევაში, შეგვიძლია მოვიტოვოთ, ავთქვიფოთ და ისე შევურიოთ ნაყინს ბოლოს.

გადმოვდგათ ცეცხლიდან და დავტოვოთ მინიმუმ 1 საათი, რომ ნაღებმა კარგად შეითვისოს პიტნის არომატი. შემდეგ გადავწუროთ. პიტნა კარგად გავწუროთ, თუნდაც ხელით, რომ რაც შეიძლება მეტი ეთერზეთი გამოუვიდეს.

ნაღები ხელახალ მივიყვანოთ ადუღებამდე. კვერცხის გულები და შაქარი კარგად ავთქვიფოთ, რომ მივიღოთ მუსის მსგავსი მსუბუქი მასა. წვრილ ზოლად ჩავასხათ ცხელი ნაღები და თან ვთქვიფოთ. დავაბრუნოთ ცეცხლზე და ხშირით მორევით შევასქელოთ. არ უნდა ადუღდეს.

ლამაზი ფერისთვის, ნაყინს დაამატეთ სულ ცოტა კულინარიული საღებავი. მის გარეშე ნაყინს უფრო მკრთალი ფერი ექნება, თუმცა  ეს აუცილებელი არ არის, რასაკვირველია.

გაციებული კრემი გადაიტანეთ კონტეინერში და შედგით საყინულეში. ყოველ ერთ საათში გათქვიფეთ ბლენდერით. მეორე-მესამე გათქვეფის დროს, შეურიეთ გახეხილი შოკოლადი.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა